სამოქალაქო კოდექსში მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით ცვლილებები შევა. პროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობაა.
უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ცვლილების მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსი, მისი ქორწინებაში შესვლის მიუხედავად, არ გაუქმდება.
კანონის თანახმად, მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.