„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის“ შეთანხმების მიხედვით, თურქეთი საქართველოს 4 მილიონ 500 ათასს თურქული ლირის ექვივალენტ აშშ დოლარის ფინანსურ რესურს გრანტის სახით გამოუყოფს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
თანხა ორი მიმართულებით დაიხარჯება: თანხის ნაწილით საქართველო თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებიდან სამხედრო მიზნებისთვის საქონელსა და მომსახურებებს შეისყიდის, ხოლო 500 ათასი თურქული ლირა მარნეულის აეროპორტის ლოჯისტიკის მიმართულებით მოდერნიზაციისთვის გამოიყოფა.
კომიტეტის წევრებმა მოიწონეს წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მხარი დაუჭირეს რატიფიცირებისთვის მათ პლენარულ სხდომაზე გატანას.
შეთანხმება კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა წარმოადგინა.