დონეცკის ოლქში შეტაკებების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინელი სამხედროების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. ორმხრივ შეტაკებას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქე გიორგი სარალიძე.
როგორც ცნობილია, დაღუპული სამხედრო პირი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე იყო. გიორგი სარალიძე უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდანვე პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძოდა.
მომხდარის შესახებ რუსთავი 2 იუწყება. ტელეკომპანიას ინფორმაცია უკრაინაში მყოფმა მებრძოლმა ნიკა კაპანაძემ მიაწოდა.