ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვაჟა-ფშაველას” მეტროსადგურზე თანამედროვე ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები დაამონტაჟეს

თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები მეტროსადგურ “ვაჟა-ფშაველაზე”დამონტაჟდა. ახალი ავტოსაკონტროლო პუნქტი მოქალაქეებს მგზავრობის საფასურის გაცილებით სწრაფად და კომფორტულად გადახდის საშუალებას მისცემს.

ახალი გადახდის აპარატების მუშაობას, დღეს, ჯერ კიდევ მოქმედი მერი დავით ნარმანია გაეცნო.

თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები მგზავრთა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა. ასევე, მაღალია მგზავრთა ნაკადის გამტარუნარიანობაც.

აპარატების კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადის მასალისგან და უზრუნველყოფს მის დაცვას ნაკაწრებისა და მექანიკური დაზიანებებისგან.

მნიშვნელოვანია, რომ ტურნიკეტები არის ორმხრივი, ანუ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მგზავრთა საპირისპირო მხრიდანაც გადაადგილება.

შეგახსენებთ, რომ “საქართველოს ბანკმა”, მიმდინარე წელს, თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. ფინანსური შეთავაზების მოცულობამ 22,2 მლნ ლარი შეადგინა.

ავტოსაკონტროლო პუნქტის ახალი აპარატების დამონტაჟება საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზების ფარგლებში მიმდინარეობს.

გადახდის მოდერნიზების სისტემა ოთხ მნიშვნელოვან კომპონენტსაც მოიცავს.

მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სალარო აპარატებით და ბარათის წამკითხველი ვალიდატორებით აღიჭურვება;

თბილისის მეტროში, ავტობუსებსა და საბაგირო გზებზე დაინერგება ყველა ტიპის ქართული და უცხოური ბარათით მგზავრობის სისტემა;

შეიქმნება სპეციალური მობილური აპლიკაციები მგზავრობის დაგეგმვისა და ბილეთის შეძენის ფუნქციებით;

დაინერგება მიწისზედა ტრანსპორტის ადგილმდებარეობის დადგენის ახალი სისტემები, რაც კომპანიას შესაძლებლობას მისცემს გააკონტროლოს მოძრაობის გრაფიკი და ოპერატიულად შესძლოს შესაბამისი რეაგირება;

იტვირთბა....