ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეროვნული ბანკი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს მონიტორინგს გაუწევს

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს პროცედურებზე მონიტორინგის საშუალება ეროვნულ ბანკს ექნება.

არჩილ მესტვირიშვილმა დეტალურად განმარტა კერძო დაგროვებით სისტემაში ეროვნული ბანკის მონაწილეობა.

“მნიშვნელოვანია, რომ საინვესტიციო აქტივების ინვესტირება მოხდეს მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით. ამის გამო, საინვესტიციო პროცესი იქნება ეროვნული ბანკისგან და მთავრობისგან დამოუკიდებელი. იმისთვის, რომ საინვესტიციო პროცესში არ მოხდეს არც ძალიან მაღალი და არც ძალიან დაბალი რისკის აღება, კანონში იქნება გაწერილი ძირითადი პარამეტრები, რის ფარგლებშიც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას.

საპენსიო სააგენტოში მობილიზებული თანხების ინვესტირება მოხდება მთავრობის ფასიან ქაღალდებში, დეპოზიტებში, კომპანიების მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში. ასევე დასაშვები იქნება აქტივების ინვესტირება უცხოეთში. რისკიანობის მიხედვით, განსაზღვრული იქნება სამი პორტფელი. ნებისმიერ დაბალრისკიან ინვესტიციას აქვს დაბალი შემოსავალი, მაღალრისკიანს – მაღალი შემოსავალი.
ფონდის საინვესტიციო მხარეს ეყოლება 5 კაციანი საბჭო. საბჭოს წევრებს შეარჩევს კომისია და დაამტკიცება პარლამენტი”,- აცხადებს არჩილ მესტვირიშვილი.

იტვირთბა....