ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ. მესაზღვრეებმა ოკუპირებულ ახალგორთან 2 ადამიანი დააკავეს

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა ოკუპირებული ახალგორის პერიმეტრზე, სოფელ ახმაჯის სიახლოვეს ორი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ადასტურებს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი.

მისი თქმით, დაკავებულები ახალგორის მცხოვრებლები არ არიან და უცნობია ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე რისთვის გადაადგილდებოდნენ. გავრცელებულია ინფორმაცია, რომ დაკავებულები სოფელ ოკამის მცხოვრებლები არიან.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ახალგორის მილიციის შენობაში იმყოფებიან, თუმცა იგეგმება მათი ცხინვალის იზოლატორში გადაყვანა.

იტვირთბა....