ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სპეცოპერაცია: თავდამსხმელმა საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვი მძევლად აიყვანა

სომხეთში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში სპეცოპერაცია ჩატარდა, სადაც 3 ბავშვი მძევლად იყო აყვანილი. ამ მომენტისათვის 3 წლის ბავშვი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი დაჭრილია და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
როგორც ირკვევა, თავდამსხმელი ისეთი მთვრალი იყო, რომ მისი მოთხოვნები ვერავინ გაიგო. ბოლოს გაირკვა, რომ აღნიშნულ საბავშვო ბაღში თავდამსხმელის ყოფილი მეუღლე და სიდედრი მუშაობდნენ.
შეგახსენებთ, გუშინ დანით შეიარაღებული მამაკაცი საბავშვო ბაღის თანამშრომლებს თავს დაესხა. მამაკაცმა მძევლად საბავშვო ბაღის პერსონალი და ბავშვები აიყვანა.

იტვირთბა....