ახალი ამბები მთავარი სამართალი

სააპელაციო სასამართლომ მიკაელ კადიევს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაღესტნელ მიკაელ კადიევს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. კადიევის ადვოკატმა სააპელაციოს სხდომაზე თქვა, რომ კადიევს რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში წამებით სიკვდილი ელის.

შეგახსნებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილება, კადიევისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ გააუქმა. ეს გადაწყვეტილება კი დევნილთა სამინისტრომ სააპელაციოში გაასაჩივრა და როგორც ცნობილი გახდა, საქმე მოიგო კიდეც.

მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი ტერაქტების მცედელობის ბრალდებით 2013 წლის 13 ივნისს დააკავეს. ისინი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის გაასამართლეს. მიკაელ კადიროვი პატიმრობიდან 2016 წელს გათავისუფლდა და ლტოლვილის სტატუსს ითხოვდა.

ტერაქტის მცდელობის გარდა, კადიევსა და ომაროვს ბრალად იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა წარუდგინეს. მოგვიანებით ტერაქტის მცდელობის ბრალდება ორივე მათგანს მოეხსნა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორ-ორ წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.

 

 

იტვირთბა....