aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

“ზოგიერთს ჰგონია, რომ ფიზიკური შრომა ეს არის სასჯელი ღვთისა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში მიწვეულ სტუმრებთან საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა, – ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს:

„ზოგიერთს ჰგონია, რომ ფიზიკური შრომა ეს არის სასჯელი ღვთისა, სინამდვილეში ფიზიკური შრომა დედამიწაზე არის დიდი წყალობა ღვთისა“, – ბრძანა პატრიარქმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, აგრარული დარგის განვითარებისთვის სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება.
„დღეს საქართველოს მთავრობა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 50-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლეშიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას საშუალება აქვს განავითაროს სოფლის მეურნეობის ესა თუ ის მიმართულება. თუ 2012 წლისთვის შემოტანილი პროდუქცია საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციას 800 მილიონი დოლარით აღემატებოდა, დღეისათვის ეს მაჩვენებელი განახევრებულია და, დაახლოებით, 370 მილიონ დოლარს შეადგენს. აღნიშნული მიანიშნებს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა ვითარდება, ძლიერდება, ქვეყანა უფრო მეტ პროდუქციას აწარმოებს“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

იტვირთბა....