გუშინ საღამოს, თელავში, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. მას უკვე ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.