ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახა კალაძე: პრემია წახალისებაა, რასაც მივესალმები

თბილისის ახლადარჩეული მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრემია თანამშრომლის წახალისებაა, რასაც ის მიესალმება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

“პრემია ზოგადად არის წახალისება, რასაც მე მივესალმები. ამის აუცილებლობა არსებობს. უნდა ჰქონდეს ადამიანს იმის შესაძლებლობა, რომ თანამშრომელი, რომელიც შენს სტრუქტურაში მუშაობს, წაახალისო. თუმცა ყველაფერს აქვს ზღვარი და შესაბამისად, ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული,” – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც პრემია-დანამატის ფორმას ეხება. შესაძლოა პრემიას ჯილდო ეწოდოს. გარდა ამისა, ცვლილება ითვალისწინებს, რომ დანამატი წლიური ხელფასის 10%-ით განისაზღვროს.

იტვირთბა....