ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მეჭიაური: მოვითხოვ კომისიის შექმნას, რომელიც ქუცნაშვილის მხრიდან ჩემ მიმართ ბრალდებებს შეისწავლის

თიანეთის ახლადარჩეულმა მერმა თამაზ მეჭიაურმა ტელეკომპანია “იბერიას” გადაცემა “პრიორიტეტებში” მასსა და უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილს შორის უთანხმოებაზე ისაუბრა.

მეჭიაურმა მოითხოვა, რომ პარლამენტში კომისია შეიქმნას, რომელიც ქუცნაშილის მხრიდან მის მიმართ ბრალდებებს შეისწავლის:

“მიყვანით მე მივიყვანე საოლქო კომისიაში და მერე აღარ მინდა საუბარი. ის ძალიან სწრაფად აღმოჩნდა მოწინააღმდეგის ბანაკში. რაც შეეხება იმას, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ ზაქრომ დამნიშნა, ზაქრო თვითონ რიგითი დეპუტატი იყო. ამაზე უსუფაშვილმაც გასცა პასუხი. ერთადერთი სიმართლე, რაც მაგან თქვა, ისაა რომ ისინი (უსუფაშვილი, არეშიძე, ხვედელიძე) ცოცხლები არიან და მართლა ღმერთმა აცოცხლოს, დანარჩენი სულ ტყუილია. პოლიტიკურად ეს კაცი იძირება და ჩემით გინდათ ატივტივოთ? მე მოვითხოვ პარლამენტში კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის ჩემ მიმართ მის ბრალდებებს”- განაცხადა მეჭიაურმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ზაქარია ქუცნაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, რომ 2012 წლამდე თამაზ მეჭიაური “უმუშევარი, სახლში გალოთებული იჯდა, დღე და ღამე სვამდა, მეტს არაფერს აკეთებდა და მან მას შანსი მისცა”.

იტვირთბა....