ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პრემიას შესაძლოა ჯილდო ეწოდოს

პრემიას შესაძლოა ჯილდო ეწოდოს, – ცვლილებას საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტთა პაკეტი ითვალისწინებს. ინიციატივა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება.

ცვლილების თანახმად, დანამატი წლიური ხელფასის 10%-ით უნდა განისაზღვროს.

„კანონპროექტის მიზანია, დაამკვიდროს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების სამართლიანი, გამჭვირვალე და განჭვრეტადი სისტემა. შექმნას დამსახურებაზე დამკვიდრებული საჯარო სამსახურის განხორციელების სისტემა; მოაწესრიგოს შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები; დაარეგულიროს სახელფასო დანამატის და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძველი და ზღვრები“, – წერია პარლამენტში წარდგენილ განმარტებით ბარათში.

კანონპროექტთა პაკეტს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ეხმაურება:

„ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწესრიგდეს და ამ მოწესრიგების მთავარი ნაწილი არის ის, რომ ქვეყანაში უნდა შემცირდეს ბიუროკრატია და გამოთავისუფლებული ფული, ნაწილი უნდა მიეცეს მომუშავე ჩინოვნიკს და დანარჩენი უნდა წავიდეს მასწავლებლებისა და პენსიონერების შრომის ანაზღაურების და პენსიების გასაზრდელად,“ – განაცხადა „ენმ“-ის წევრმა რომან გოცირიძემ.

იტვირთბა....