ახალი ამბები მთავარი სამართალი

საიას იურისტი: პოლიციელი მოქალაქესთან ურთიერთობის დროს ვალდებულია ჩართოს სამხრე კამერა

საიას იურისტი ლევან ვეფხვაძე ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებას ეხმაურება.

„პოლიციის შესახებ კანონით და მინისტრის ბრძანებით ნათლადაა განსაზღვრული რომ პოლიციელი მოქალაქესთან ურთიერთობის დროს ვალდებულია, მით უფრო როდესაც ადმინისტრაციული დაკავება ხდება, ჩართოს სამხრე კამერა.

მეორე საკითხია, რატომ არ იყო სამხრე კამერა ჩართული და ეს გამოძიების დასადგენია.

ის, რომ კამერა არ იყო ჩართული უკვე ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს აღნიშნულ საკითხზე.

ამიტომ, ჩვენ ხვალ მივმართავთ პროკურატურას, ოჯახთან შეთანხმებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე რაც გვჭირდება საქმის მასალების გასაცნობად.

ამის შემდეგ შევძლებთ გავარკვიოთ რა საგამოძიებო მოქმედებები აქვს ჩატარებული პროკურატურას და არის თუ არა კანონშესაბამისი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.

სამხრე კამერა რომ არ იყო ჩართული, ეს არის კანონმდებლობის დარღვევა და აჩენს ბევრ კითხვებს, რასაც სახელმწიფომ უნდა გასცეს დასაბუთებული პასუხი”,- აღნიშნა საიას იურისტმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.

იტვირთბა....