ვარდების მოედანზე “პატრიოტთა ალიანსის” აქცია იწყება. დაგეგმილია საპროტესტო მსვლელობა პარლამენტის შენობისკენ, თუმცა აქციის ორგანიზატორები არ გამორიცხავენ კანცელარიასთან მისვლას, სადაც ხელხლა გააჟღერებენ თავიანთ მოთხოვნებს.
„გადადგეს ეს მატყუარა ხელისუფლება, რომელმაც უკვე ნეპოტიზმში, სიღარიბეში, სიღატაკეში კორუფციაში ჩაძირა მთელი ქვეყანა, რომელმაც ერთი კვირის წინ კიდევ ნათლად დაგვანახა, რომ ძალაუფლების უზურპაციას ახდენს არჩევნების გზით და სრულად გააკონტროლა ჩვენი ამომრჩევლის ნება, რაც კანონით დაუშვებელია. ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული 9 ძირითადი მოთხოვნა. ხელისუფლებამ ერთპარტიულად მიიღო კონსტიტუცია და თავს თავზე მოირგო ეს კონსტიტუცია, ხელისუფლება უმოქმედოა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით,“ – აცხადებს ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე.
შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომაა. გარდა ამისა, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები აპროტესტებენ საკონსტიტუციო ცვლილებებსაც.