ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ერთობა-ახალი საქართველოს“ სარჩელი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

პარტია „ერთობა-ახალი საქართველოს“ სარჩელი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

პარტიის წევრები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ. კერძოდ, ისნის 49-ე ოლქში ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვდნენ.

“ერთობა-ახალი საქართველოს” პოლიტიკური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მტკიცებულებები და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

ფოტო: ლიკა ქსოვრელი

იტვირთბა....