ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცის უვნებლად ამოყვანა მოახერხეს

სამაშველო ოპერაცია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დასრულებულია. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი მტკვარში გადახტა, მაშველებმა კი დროულად მოახდინეს რეაგირება და მამაკაცი მტკვირდან ამოიყვანეს.

ამ ეტაპზე, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

თვითმხილველის თქმით, უცნობმა პიროვნებამ მას ჯერ სიგარეტი სთხოვა, შემდეგ დაემშვიდობა, ხიდის მოაჯირზე დაჯდა, პირჯვარი გადაიწერა და ბოლოს მტკვარში გადახტა.

დაშავებული მამაკაცი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.

ფოტო: ლევან ფოჩხუა

იტვირთბა....