ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურამ ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში მხილებულს ბრალი დაუმძიმა

პროკურატურამ 7 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში დადანაშაულებულ 23 წლის მამაკაცს ბრალი დაუმძიმა. ამდროისთვის, მას ბრალად გაუპატიურება ედება.

შემთხვევა თბილისში, პედაგოგის სახლში მოხდა. გამოძიების ცნობით, არასრულწლოვანზე სექსულაურად ბავშვის მასწავლებლის მეუღლემ იძალადა.

რაც შეეხება ბრალდებულის მხარეს, ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და საქმეში მის წინააღმდეგ არანაირი სამხილი და მტკიცებულება არ არსებობს.

“სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა კი არსებობს საქმეში, შეამოწმეს ბავშვი, გაუპატიურებულია თუ არა, მაგრამ აბსოლუტურად არანაირი დაზიანება, ყველაფერი სრულყოფილად არის და არანაირი ნიშნებიც კი არ არის საერთოდ გაუპატიურების. მე ვფიქრობ, რომ ეს არის დედის შურისძიების მიზანი, რომელიც ბავშვს იყენებს იარაღად. ბავშვის ჩვენების საფუძველზე აგებული ბრალი, რომელიც არის შთაგონებითი დედის მხრიდან,“ – აცხადებს ადვოკატი დიანა მარტიაშვილი.

იტვირთბა....