ახალი ამბები მთავარი სამართალი

სამხარაულის ბიურო ნუცუბიძეზე გარდაცვლილი მამაკაცის რუსთავის ცენტრში გადასვენების მიზეზებს განმარტავს

ნუცუბიძის ფერდობზე, 25 ოქტომბერს გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის, პაატა პავლიაშვილის ცხედრის სსიპ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის რუსთავის განყოფილებაში გადასვენებამ საზოგადოების მაღალი ინტერესი გამოიწვია.

ამ ფაქტის შესახებ, ბიურო განმარტებას აკეთებს.

“ა.წ. 19 ოქტომბერს, უმოკლეს ვადაში სატვირთო ლიფტზე გადაუდებელი სამუშოების ჩატარების მიზნით, 2 დღით ლიფტის გაჩერების მოთხოვნით, ბიუროს მომართა კონტრაქტორმა კომპანიამ – შპს „საქართველოს ლიფტების კომპანია“. ბიუროს მიერ კომპანიას გაეგზავნა საპასუხო წერილი 20 ოქტომბერს, რომელშიც მითითებული იყო, რომ აღნიშნული სამუშაოების ჩატარება შესაძლებელი იქნებოდა ა.წ. 25 ოქტომბრის დილის 09.00 საათიდან- 26 ოქტომბრის საღამოს 18.00 საათამდე…

სწორედ ამიტომ, ა.წ. აღნიშნულ პერიოდში გარდაცვლილი 6 პირიდან, მათ შორის ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის, პაატა პავლიაშვილის ცხედრის რუსთავის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში შეყვანამდე უკვე შეყვანილი იყო 3 გარდაცვლილი პირი და მის შემდგომ ამავე განყოფილებაში შეყვანილ იქნა 2 გარდაცვლილის ცხედარი”, – აღნიშნულია ექსპერტიზის ბიუროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს, ნუცუბიძეზე 33 წლის მამაკაცი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მას სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. საქმეზე გამოძიება დაიწყო.

იტვირთბა....