ტყიბულში ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები მეშახტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უკვე გაემგზავრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
შეგახსენებთ, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ერთი ადამიანი დაიღუპა. შახტის ერთ-ერთ უბანზე ქვანახშირი ჩამოიშალა და მეშახტე მოიყოლა. შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე ისჯება.