ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ესპანეთის სენატმა კატალონიას ავტონომიის სტატუსი შეუჩერა

ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებით კატალონიის ავტონომია შეაჩერა.

კონსტიტუციის 155-ე მუხლი დემოკრატიული ესპანეთის ისტორიაში არასდროს ამოქმედებულა. ესპანეთის სენატის მიერ დამტკიცებული საგანგებო ზომები, კატალონიის ლიდერისა და პარლამენტის დათხოვნას და ექვსი თვის ვადაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, ესპანეთის ხელისუფლების დაქვემდებარებაში კატალონიის ბიუჯეტი, პოლიცია და სახელმწიფო მედია გადავა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ალტერნატიული გამოსავალი არ არსებობს და კრიზისის დარეგულირების გზა მხოლოდ კანონის ფარგლებში მოქმედებაა.

მარიანო რახოიმ შექმნილ ვითარებაში კატალონიის მეთაური კარლეს პუიჩდემონი დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კატალონიის პარლამენტმა ფარულ კენჭისყრაზე აღნიშნულ დეკლარაციას 72 ხმით დაუჭირა მხარი, 10 დეპუტატი კი წინააღმდეგ წავიდა.

იტვირთბა....