“ყველა, ვინც ცოცხალია, 27 ოქტომბერს, 15 საათზე, სააპელაციო სასამართლოში” – ასეთი მიმართვა გააკეთა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა და თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა, რომელმაც მცხეთის სასამართლოში უკვე მოიგო საქმე და თიანეთის მერად მოიაზრება.
შეგახსენებთ, დღეს 15 საათზე სააპელაციო სასამართლო განიხილავს თამაზ მეჭიაურის საქმეს, საიდანაც უნდა გაირკვეს, გახდება თუ არა ის თიანეთის მერი.