ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ჯემ ფესტი“ 2018 წელს კვლავ ჩატარდება

ელექტრონული მუსიკის ქართული ფესტივალი „ჯემ ფესტი“, 2018 წელს კვლავ ჩატარდება. როგორ ფესტიავლის ორგანიზატორები აცხადებენ,  ის 9 აგვისტოს კვლავ ანაკლიაში გაიხსნება და 4 დღეს  12 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ  რამდენიმე დღის წინ, “ჯემ ფესტის” ორგანიზატორის, გიორგი სიგუას განცხადებით, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი აუცილებლად გაიმართება, თუმცა შემცირებული რესურსებით.

სიგუა ეკონომიკის მინისტრის  განცხადებას სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გამოეხმაურა. მისი თქმით, სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა ფესტივალის ორგანიზატორებს საქმეს პირიქით, გაუადვილებს.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ “ჯემ ფესტი” სახელმწიფომ აღარ უნდა დააფინანსოს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2018 წელსაც გაგრძელდება ტურიზმის მხარდაჭერა, თუმცა რა სახის პროგრამებით მოხდება ეს, მოგვიანებით დაზუსტდება. მისივე თქმით, პროქტი Check in Georgia დიდი ალბათობით გაგრძელდება, მაგრამ მის ეფექტურობაზე სერიოზული მსჯელობა იქნება.

იტვირთბა....