ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შს მინისტრი გამოსულია საერთოდ სამართლებრივი სივრციდან”

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი  ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევას ეხმაურება. მისი თქმით,  33 წლის ახალგაზრდა პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ დაიღუპა და ეს მინიმუმ უფლებამოსილების გადამეტებაა  და  ამ პოლიციელების  მკაცრად დასჯა უნდა მოხდეს.

“შს მინისტრი გამოსულია საერთოდ სამართლებრივი სივრციდან. ადამიანი, რომელიც სახლახო დამცველის ოფისზე ამბობს, რომ კრიმინალების თავშესაფრად გადაიქცა სახალახო დამცველის ოფისი, მისი სამინისტროსაგან რა უნდა გაგიკვირდეთ. ეს მისი განცხადება სახალხო დამცველთან მიმართებაში იყო პირდაპირი დარტყმა ნებისმიერ ადამიანზე, ვინც ხმას ამოიღებდა პოლიციურ ძალადობაზე.

ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება, რომელსაც იცავს კონსტიტუიცია და ყველა ადამიანის სოცოცხლე ამ ქვეყანაში არის დაცული. პროფესორის მიმართ გადაამეტებ უფლებამოსილებას, თუ ნარკომანის მიმართ პოლიციელი, ამაზე ერთი და იგივე მუხლია. მინიმუმ ეს არის უფლებამოსილების გადამეტება და საჭიროა, ამ პოლიციელის მკაცრად დასჯა, რომ სხვა პოლიციელებმა მინისტრის ორაზროვანი განცხადებების შემდეგ, არ ჩათვალონ რომ ისინი ხელშეუხებლები არიან და ყველაფრის უფლება აქვთ” აცხადებს ზაზა ხატიაშვილი

შეგახსენებთ, წუხელ, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე ინციდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი იგინებოდა და ორმა პოლიციელმა მისი დაკავება სცადა. მანამდე კონფლიქტი მოხდა მასსა და მის მეზობელს შორის და როგორც ჩანს, დაღუპული მეზობელზე იყო გაღიზიანებული. დაკავებისას, ხელის გადაგრეხვის დროს, მოქალაქე უცებ წაიქცა და რამდენიმე ხანში გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....