„ლეიბორისტული პარტიის“ შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც პროცესზე ბიძინა ივანიშვილი უნდა მისულიყო, არ დაკმაყოფილდა, რის გამოც შალვა ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.
პარტიამ საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საუბარია შემთხვევებზე, როდესაც უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაცვლად, ხმას უკანონოდ სხვა პირები აძლევდნენ.
მაგალთად ნათელაშვილის პარტიამ ისნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაფიქსირებული დარღვევა მოიტანა, სადაც უცხოეთში წასული საქართველოს მოქალაქის ნაცვლად, ხმა მისმა ნათესავმა მისცა.
პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ თვითმმარველობის არჩევნებზე მსგავს პრაქტიკას მასობრივი ხასიათი ჰქონდა. ნათელაშვილი ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები გააყალბა.