მივმართავ საქართველოს პარლამენტს, შეიქმნას ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია, -ამის შესახებ სოციალურ ქსელში თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური წერს:
“მივმართავ საქართველოს პარლამენტს,
საპარლამენტო უმრავლესობას, შეიქმნას ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია.
ასევე, შესაბამისმა ორგანოებმა გამოიძიონ მის მიერ ჩემს მიმართ წამოყენებული ბრალდებები…
დარწმუნებული ვარ პარლამენტს ერთი პარაზიტი მოაკლდება!
p.s. თუ მისი ერთი ბრალდება მაინც დადასტურდა, მზად ვარ პასუხი ვაგო…”-წერს მეჭიაური.
მცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი გახდა.
შეგახსენებთ, რომ როგორც მეჭიაური აცხადებდა, 21 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები მე-20 უბანზე არ გაყალბებულა, გაყალბდა მხოლოდ საოლქოში, სადაც ბათილი ბიულეტინები ვარგის ბიულეტინებად ცნეს და 4 ხმა მეჭიაურის კონკურენტს ლელა ქიტესაშვილს მიაკუთვნეს. ამასთან დაკავშირებით სარჩელი თამაზ მეჭიაურმა სასამართლოში შეიტანა.