კიევში ერთი ადაიმაინი გარდაიცვალა, რომელმაც ტრამვები უკრაინის დედაქალაქში მომხდარ ტერქატში მიიღო. ის 36 წლის მიხაელ მორმელია. წუხელ სოლომენსკის რაიონში აფეთქების ხმა გასიმა, სადაც დაიჭრნენ “რადიკალური პარტიის” იგორ მოსიუჩიკი და მისი პარტიის წევრები. მოსიჩუკის პირადი მცველი კი ადგილზევე გარდაიცვალა. აფეთქების შედეგადგ 5 ადამიანი დაშავდა, რომლთა შორის ქალი და პოლიციის თანამშრომელია.
დაზარალებულებს შორის ასევე პოლიტოლოგი ვიტალი ვალაა. ამის გარდა დეპუტატ ანდრეი ლოზოვის ინფორმაციით, საავადმყოფოში კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. მეორე გარდაცვლილი შემთხვევითი გამვლელი იყო.
“ის მე გადამეფარა და ამიტომ გადავრჩი. რომ არა ის, შესაძლოა მეც დავღუპულიყავი. დარწმუნებული ვარ, რომ დამკვეთები მოსკოვში სხედან, შემსრულებლები კი კიევში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინაში სახელმწიფო რანგის ასეთ მაღალ მოხელეებზე თავდასხმა ხდება”,-განაცხადა მოსიჩუკმა, რომელიც ექიმებმა მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ წუხელ კიევის ცენტრში აფეთქება მოხდა, რომის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაჭრილია, საავადმყოფოს ირგვლივ პოლიციია მობილიზებული.