ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აქ იყო ერთი ზღვარი”: პრეზიდენტი ხსნის, რატომ მოაწერა ხელი დოკუმენტს ვეტოს შემდეგ

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კომენტარს აკეთებს მის მიერ კონსტიტუციაზე დადებული ვეტოს შემდეგ ხელმოწერაზე. ის აცხადებს, რომ ბუნებრივიც იქნებოდა ამდენი ბრძოლის და შავი პიარის ფონზე, ხელი არ მოეწერა ხელი კონსტიტუციაზე. პრეზიდენტმა “მაესტროსთან” ინტერვიუში კონსტიტუციაზე ხელის მოწერის მიზეზები განმარტა.

“ხელი რომ არ მომეწერა, ამით გამოვიდოდი პრინციპული, ძლიერი, თითქოს. მაგრამ აქ იყო ერთი ზღვარი – ერთი არის პოლიტიკური პროცესი, რომელსაც შენ მისდევ და მეორე არის სახელმწიფოს ინტერესები. კონსტიტუციის ხელის მოწერასა და არ მოწერას შორის, გამომდინარე ამ დოკუმენტის დიდი წონიდან და მნიშვნელობდან ის არის თითოეული მოქალაქის კანონიერებაში ჩართვის მთავარი დოკუმენტი. მოქალაქეები ამ დოკუმენტების მეშვეობით ვამბობთ, რომ ვემორჩილებით კანონს. შესაბამისად ყველაზე ლეგიტიმური პირის მიერ კონსტიტუციაზე ხელის არ მოწერა იდენტური იქნებოდა იმის თქმისა, რომ ამ კონსიტიტუიცას მე ლეგიტიმაციას არ ვაძლევ და ახლა უკვე თქვენი გადასაწყვეტია – გინდათ დაემორჩილეთ კანონს და გინდათ, ნუ დაემორჩილებით. ეს არის ის დიდი განსხვავება, რომელიც ამ ხელმოწერაში არის”,- განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვეტოს შემდეგ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელმაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

 

იტვირთბა....