ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცავების მიერ დაკავებისას გარდაიცვალა

შემთხვევა თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ადგილობრივების ინფორმაციით, პოლიციასთან შელაპარაკების შემდეგ ახალგაზრდა  მამაკაცი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ  მეზობლებს შორის შელაპარაკების დროს პოლიცია იქნა გამოძახებული.

ადგილზე მისულმა ეკიპაჟმა კონფლიქტის დარეგულირება შეძლო, თუმცა ჩხუბში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაერია, რომელიც პოლიციას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. უწყების ცნობით, პატრულმა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება სცადა, რა დროსაც ის დაეცა და ადგილზევე გარდაიცვალა. შსს-ში აცხადებენ, რომ  პოლიციამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო. ახალგაზდის გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.

 

 

 

 

იტვირთბა....