ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მამაკაცი მსუბუქად არის დაჭრილი.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

იტვირთბა....