ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩემი სურვილია, რომ ბრძოლა გაგრძელდეს”

თიანეთის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი  ლელა ქიტესაშვილი იმედოვნებს, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გასაჩივრდება და განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნება. ქიტესაშვილის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისია გასაჩივრებას არ აპირებს, მოსარჩელე მხარეს კი, ამისთვის დრო ხვალ 12:00 საათამდე აქვს.

„მხარეს ბრძოლის გაგრძელების უფლება აქვს. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციის კომპეტენცია და მათ ხვალ 12:00 საათამდე აქვთ დრო. სავარაუდოდ, ჩემი სურვილია, რომ ბრძოლა გაგრძელდეს. მოლოდინი მქონდა სასამართლოსგან და უფრო ობიექტური და სამართლიანი იქნებოდა მეორე ეტაპის, განმეორებით არჩევნების ჩანიშვნა, რადგან ჩვენი ამომრჩეველი ელოდება პასუხს. ვნახოთ, ყველაფერი ხვალ 12:00 საათამდე გადაწყდება“, – განაცხადა ქიტესაშვილმა.

შეგახსნეებთ, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. შესაბამისად, ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაურმა თიანეთში არჩევნები ერთი ხმით მოიგო და ის მერი გახდა.

 

 

იტვირთბა....