ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ოთარ აბესაძის სასჯელი უნდა გადაიხედოს, იმიტომ არა რომ ცუდად გახდა ციხეში”: ჟურნალისტი შერჩევით სამართალზე საუბრობს

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც “ქართული ოცნების” ერთ-ერთ სახეს, ქრთამის აღებაზე ბრალდებულ ოთარ აბესაძეს ეხება. ის ერჩევით სამართლაზე საუბრობს და აბესაძის საქმის გადახედვისკენ მიუთითებს.

“საერთოდ არ ვთვლი რომ ქრთამის აღება მსუბუქი დანაშაულია. უფრო პირიქით-გარდა იმისა, რომ კანონის დარღვევაა ფულის აღება ჩინოვნიკისგან იმ საქმეში რომელიც ან უფულოდ ეკუთვნის იმას ვისაც ფულს სძალავს ან საერთოდ არ ეკუთვნის და ფულის სანაცვლოდ კანონდარღვევით მიაკუთვნებს ჩინოვნიკი – ეს ასევე არის სახე იმის რომ ეს ჩინოვნიკი ისე გაბლატავდა რომ ამის უფლებას აძლევს თავს და დაუსჯელიც გონია თავი რადგან სხვა მოქალაქეებზე მეტი უფლებები მიენიჭა იმ მომენტისთვის.
მაგრამ ვფიქრობ მაინც არის შემთხვევები როცა ასეთ საქმეებზეც კი სასჯელი უნდა გადაიხედოს.

ზოგს ასი წელი არ ყოფნის საკუთარი დანაშაულის მისახვედრად.ზოგისთვის კი ორი დღეც საკმარისია. მგონი უნდა გადაიხედოს ოთო აბესაძის ამბავიც. იმიტომ კი არა რომ ცუდად გახდა ციხეში ან “ერთხელ შეეშალა” არა, იმიტომ რომ შერჩევითი სამართალი ტეხავს”.

შეგახსენებთ, ოთარ აბესაძე რამდენიმე თვის წინ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს და ის ახლა იზოლატორში იმყოფება.

იტვირთბა....