ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამომრჩეველმა თქვა: თუ გადაიხდით მივალ და ერთჯერადად მოგაქვავებთ ხმას”

“ადგილობრივმა თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა ორი რამ: როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია. ამომრჩეველი ფაქტობრივად დისტანცირებულია მათგან. მოსახლეობას საერთოდ არ სურს მათი დანახვა. გაიმარჯვა იმან, ვინც ჯოხით შერეკა არჩევნებზე ამომრჩეველი. ნატურალური ამომრჩეველი კი ფაქტობრივად საარჩევნო ყუთებთან არ მისულა.”ქართულმა ოცნებამ” საკუთარი რესურსების მეშვეობით სრული მობილიზება მოახდინეს მათი ორგანიზაციული რესურსის და ამის ხარჯზე გაინაწილეს ხელისუფლება. ეს არ არის პირველი არჩევნები, როცა ამომრჩეველი ეძებს მესამე ძალას, რომელსაც არსებული ელიტა ვერ თავაზობს”- აღნიშნა “ნიუპოსტთან” გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგი ფულმა გადაწყვიტა.

“არჩევნებზე ამომრჩეველი თავისი სურვილით არ მისულა, ის საარჩევნო ყუთთან გარკვეული მერკანტილური ინტერესის გათვალისწინებით იმყოფებოდა. ამომრჩეველმა თქვა: მე ხელისუფლების არ მჯერა, ისევე როგორც ოპოზიციის. ერთადერთი თუ გადაიხდით კი ბატონო, მივალ და ერთჯერადად მოგაქვავებთ ხმას. შესაბამისად ფული, ადმინისტრაციული და ორგანიზაციული რესურსი ვისაც ჰქონდა, ცხვრებივით შერეკა თავისი სამობილიზაციო ამომრჩეველი. “ქართული ოცნების” ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე უკეთესი მომავლის იმედით არ მისულა. როცა ამ ტიპის ნეგატიური არჩევნებია იქ ფულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”- თქვა ექსპერტმა.

ნიუპოსტი

იტვირთბა....