ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

BUS LANE-ზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა 100 ლარით დაჯარიმდება

სამარშუტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა კანონით აიკრძალება და ადმინისტრაციული სასჯელი დაწესდება.

აღნიშნულ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.

კანონპროექტის თანახმად, BUS LANE-ზე სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომაზე 100 ლარიანი ჯარიმა იქნება.

იტვირთბა....