ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახი კალაძე  ქალაქის მართვას 12 ნოემბრიდან შეუდგება

თბილისის  ახალი მერი კახი კალაძე,  ქალაქის მართვას 12 ნოემბრიდან შეუდგება. ამ დღეს ის საზოგადოებას ასევე, ახალ გუნდს წარუდგენს.  კალაძის განცხადებით, თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება.

რაც შეეხება თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას, პირველ ვიცე-მერს, ვიცემერებსა და სხვა თანამდებობის პირებს, კალაძე ამაზე ჯერჯერობით არ საუბრობს.

შეგახსენებთ, კახა კალაძემ დედაქალაქის მერის არჩევნებში 51.13% მიიღო. 21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

იტვირთბა....