გსურს iPhone 8-ის მოგება? ამისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა იმგზავრო. დუბაის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა წაახალისოს და ამისათვის გარკვეული პიარ აქციებიც დაგეგმა. 1-ელი ნოემბრისთვის დაგეგმილი აქციით, მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ.
ერთ-ერთი აქციის ფარგლებში, მგზავრი, რომელიც 23 ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრამდე უფრო ხშირად გამოიყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და გარკვეუილი მოცულობის ქულებს დააგროვებს მიიღებს ფულად ჯილდოს და ეს ფულადი ჯილდო 50 ათასი დირჰამია, ანუ 13,6 ათასი დოლარი.
კიდევ ერთი კონკურსი — Golden Runner — სოციალური ქსელით გაიმართება, რომლის ფარგლებშიც
მგზავრმა ყურადღება უნდა მიაქციონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებს და იპოვონ „ოქროს მორბენალი“, რომელიც ყოველ დღე სამ სადგურს სტუმრობს. ამ კონკურსში გამარჯვებული მიიღებს Apple Watch-სა და iPhone 8-ს.
GHN