ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

Эхо Москвы-ს ჟურნალისტს თავს წარმომავლობით საქართველოდან ისრაელში მუდმივად მცხოვრები პირი დაესხა

რადიოსადგურ Эхо Москвы-ს ჟურნალისტს ტატიანა ფელგენგაუერს თავს წარმომავლობით საქართველოდან ისრაელში მუდმივად მცხოვრები პირი დაესხა, – ინფორმაციას მოსკოვის შსს ავრცელებს.

გამოცემა “ლაიფის” ცნობით, დაკავებულის სახელია ბორის გერცი:

“ჩვენთვის ცნობილია, რომ თავდამსხმელი ფელგეგაუერის ნაცნობი იყო. ინციდენტის მოტივი კი პირადი დაპირისპირებაა”, – აცხადებენ სამართალდამცველები.

დაჭრილი წამყვანი გადაყვანილია საავადმყოფოში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ეჭვმიტანილს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

ცნობისთვის, მოსკოვში, „ეხო მოსკვის“ ოფისში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და წამყვანი ტატიანა ფელგენგაუერი დაჭრა, -ინფორმაციას „ეხო მოსკვი“ ავრცელებს:

„ოფისში შეჭრილმა მამაკაცმა ტატიანა ფელგენგაუერი დანით ყელის არეში დაჭრა. ჩვენ ის დავაკავეთ და პოლიციას გადავეცით. ექიმების ინფორმაციით, ტატიანას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია და დაკითხვაზეა გადაყვანილი. მომხდარის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

იტვირთბა....