ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რას ნიშნავს შენგენის ზონაში ავტორიზაცია

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტის (LIBE) მიერ 19 ოქტომბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია საქართველოში. რაში მდგომარეობს ამ გადაწყვეტილების რეალური შინაარსი და როგორ შეიძლება მისი ახსნა?

“ევროპული სამოგზაურო ინფორმაცია და ავტორიზაციის სისტემა”- ETIAS

ევროკავშირში განხილვის საგნად ჯერ კიდევ 2016 წლის აგვისტოში იქცა. ხოლო ევროპარლამენტისთვის ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული წინადადება შენგენის ქვეყნებში შესასვლელად ავტორიზაციის გავლის შესახებ LIBE-ს კომიტეტის მიერ სულ რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული. წინადადება მოიცავს შემდეგ ფორმულირებას: იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც არ სჭირდებათ ვიზა შენგენის ზონაში სამოგზაუროდ, მოუწევთ გამგზავრებამდე ავტორიზაციის გავლა.

რას ნიშნავს ავტორიზაცია?
ავტორიზაცია მოიცავს სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებას, პერსონალური მონაცემების შევსებას, მათ შორის სწავლისა და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირთვას და სააპლიკაციო გადასახადის, 10 ევროს გადახდას. წინადადების მიხედვით, მაქსიმუმ 72 საათში თქვენ მიიღებთ დასტურს/უარყოფას ევროზონაში შესვლის ნებართვასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციის გავლის შემდეგ მომავალი 3 წლის განმავლობაში თქვენ თავისუფლდებით სააპლიკაციო გადასახადისგან. ამასთანავე, 18 წლამდე ახალგაზრდები, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, სტუდენტები და მკვლევრები თავისუფლები არიან სააპლიკაციო გადასახადისგან.

როდიდან შევა აღნიშნული პროცედურა ძალაში?
სრულად: netgazeti.ge

იტვირთბა....