ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილო, არ შეგარჩენ ჩემი თანაგუნდელების ცრემლებს”: ბურჯანაძე აცხადებს, რომ ივანიშვილი ქურდია

“ბიძინა ივანიშვილი არის ქურდი, მან ჩვენი ხმები მოიპარა” – ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ის პოლიტიკად წასვლას არ აპირებს და ბოლომდე იბრძოლებს ივანიშვილის რეჟიმის შესაცვლელად. მან ბრიფინგზე ოქმები წარმოადგინა, რითაც ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბებულია და მისი ავტორი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაა.

ნინო ბურჯანაძე ახალქალაქში ხმების თავიდან გადათვლას ითხოვს და აცხადებს, რომ ამ რეგიონში მის პარტიას ნული ხმა დაუწერეს.

“ჩემ წასვლას და არჩევნებში “და სხვებში” მოხსენიების მიუხედავად, მე არ წავალ პოლიტიკიდან… ვერ ეღირსებით… ბიძინა ივანიშვილო არ შეგარჩენ ჩემი თანაგუნდელების ცრემლებს და ხალხის შეურაცხყოფას” – განაცახადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, ადგილობრივ არჩევნებში ნინო ბურჯანაძის პარტიამ და მათმა მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ საკმაოდ დაბალი პროცენტი მიიღო.

იტვირთბა....