ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გურამ კაშია გულშემატკივართა კრიტიკას გამოეხმაურა

“ვიტესის“ კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ LGBT პირთა მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობისთვის კრიტიკას ჰოლანდიური მედიით  უპასუხა. მისი თქმით, ის მხარს ადამიანის თავისუფლებას უჭერს და ყველანირი ძალადობის წინააღმდეგია. კაშიას თქმით, საქართველოში ზოგი ადამიანი ამას ვერ იგებს და სრულიად სხვა დასკვნები გამოაქვს. სპორტსმენის განცხადებით, მას არ უნანია რაც გააკეთა და საქართველოში მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებისთვის დიდი ყურადღება არც მიუქცევია.

“ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის.ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იგებს. ძალიან ცოტანი იყვნენ, ვინც ჩემს Facebook გვერდზე გამოხატეს უკმაყოფილება და ცხადია, მე ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ისინი ჩემით იმედგაცრუებულები იყვნენ, მაგრამ მე არ მინანია, რაც გავაკეთე. თუნდაც ათასობით ადამიანი ამის წინააღმდეგი იყოს, თუ ჩემი ეროვნული ნაკრები გამომიძახებს, მე აუცილებლად წავალ სათამაშოდ,:- განცახდა კაშიამ.

შეგახსენებთ, Facebook-ის მეშვეობით გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა კაშია LGBT პირთა აქციაში მონაწილეობისთვის გააკრიტიკა და მისი ნაკრებიდან მოკვეთაც ისურვა.  კაშიამ LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით 16 ოქტომბერს იასპარეზა.

იტვირთბა....