ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში გზით სარგებლობაზე შესაძლოა, სპეციალური მოსაკრებელი დაწესდეს

საქართველოში გზით სარგებლობაზე შესაძლოა, გადასახადი დაწესდეს. აღნიშნულ საკითხზე სპეციალური ჯგუფი უკვე მუშაობს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ განაცხადა, დეტალები სწორედ სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

საქართველოში გზით სარგებლობაზე სპეციალური მოსაკრებლის შესაძლო დაწესების შესახებ საუბარი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის აშენების გადაწყვეტილება მიიღეს. მაშინ ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებდა, რომ რომელიმე კონკრეტული გზა იმ შემთხვევაში იქნებოდა ფასიანი, თუ ალტერნატიული გზები იარსებებდა.

მოგვიანებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ რიკოთის ალტერნატიული გზა, კერძოდ, ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთი ფასიანი უნდა იყოს.

დღეს კი როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე აცხადებს, ქვეყანაში გზის რომელიმე მონაკვეთი ფასიანი იქნება თუ არა, ეს სპეციალურად ჩატარებული კვლევების შემდეგ გადაწყდება.

სრულად: commersant.ge

იტვირთბა....