არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პატივი უნდა ვცეთ ცესკოს, რომელიც დათვლის ხმებს და ოფიციალურად გამოაცხადებს საბოლოო მონაცემებს“

„ჩვენ მოვისმინეთ წინასწარი შედეგები და მინდა გითხრათ, რომ პატივი უნდა ვცეთ ცესკოს, რომელიც დათვლის ხმებს და ოფიციალურად გამოაცხადებს საბოლოო მონაცემებს“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კალაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არჩევნების საბოლოო შედეგები არ არის ცნობილი, მათ იცოდნენ, რომ გაიმარჯვებდნენ, რადგან ხალხის დიდ მხარდაჭერასა და სულისკვეთებას გრძნობდნენ.

„ძალიან ბევრი საკითხია, რომელსაც გამოსწორება და მოწესრიგება სჭირდება, ამიტომ ყოველი დღე იქნება თბილისის მოსახლეობის წუხილზე და პრობლემებზე გამარჯვების დღე“,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ორგანიზაცია “ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლები ცნობილია. საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ორგანიზაციამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. პრეზენტაცია „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა. “ედისონ რისერჩის” ინფორმაციით, ცდომილება 3%-იქნება.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში “ედისონ რისერჩის” მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, მერობის კანდიდატებს შორის პირველ ადგილზე 54%-ით კახი კალაძეა, შემდეგ მოჰყვება 15% -ით ზაალ უდუმაშვილი და  14% – ალეკო ელისაშვილი.

იტვირთბა....