ორგანიზაცია ”ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, თბილისის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ”ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” ხმების 58% მიიღო, ხოლო ”ნაციონალურმა მოძრაობამ” – 16%.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ არჩევნებში თბილისში ამომრჩეველთა 9%-მა ”ევროპულ საქართველოს” დაუჭირა მხარი, ხოლო 5%-მა – ”პატრიოტთა ალიანსს”.
ცნობისთვის, ამერიკულმა საერთაშორისო კომპანიამ ეგზიტპოლი “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩაატარა.
მათი ცნობით, ეგზიტპოლი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და კვლევის შესაძლო ცდომილება, დაახლოებით 2/2,5%-ია. შედეგები 18:00 საათის მონაცემებს მოიცავს.