არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წინასწარი ეგზიტპოლები: პირველ ადგილზე 54%-ით არის კახი კალაძე, 15% – ზაალ უდუმაშვილი, 14% – ალეკო ელისაშვილი

“ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლები ცნობილია. საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ორგანიზაციამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. პრეზენტაცია „ქორთიარდ მერიოტში“ იმართება.  “ედისონ რისერჩის” ინფორმაციით,  ცდომილება 3%-იქნება.

პირველ ადგილზე 54%-ით არის კახი კალაძე, 15% -ზაალ უდუმაშვილი, 14%- ალეკო ელისაშვილი.

“ედისონ რისერჩი” მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაციაა. ამერიკული საერთაშორისო კომპანია “ედისონ რისერჩი,” მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც იცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმებს.

წყარო: “რუსთავი 2”.

იტვირთბა....