“ნაციონალური მოძრაობის” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატის ავტომობილი პოლიციის მანქანას შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევა თეთრიწყაროში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა.
“ბმვ”-ს მარკის ავტომანქანამ, რომელსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტის მაჟორიტარობის კანდიდატი მართავდა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია. კერძოდ, უკუსვლით მოძრაობისას ის შსს-ს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას შეეჯახა. აღნიშნული ავტომანქანით შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ. აქვე შევნიშნავთ, რომ შსს-ს გენერალური ინსპექცია საარჩევნო უბნის პერიმეტრზე განლაგებული საპოლიციო ძალების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს, რათა პოლიციელების მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს ნებისმიერი სახის გადაცდომას.
ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი – პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტის მაჟორიტარობის კანდიდატის ბრალეულობა ადგილზევე ჩატარებული შესაბამისი მოქმედებებისა და თვითმხილველთა გამოკითხვის შედეგად დადგინდა.
მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 250 ლარით დაჯარიმდა”, – ნათქვამია შინაგანა აქმეთა სამინისტროს-ს განცხადებაში.