ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17:00 საათისთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 262 809 ამომრჩეველმა. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. მისი თქმით, 17:00 საათზე საქართველოს მასშტაბით 36.7%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.
ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა 53.4% კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება. ყველაზე დაბალი აქტივობა კი ისევ შიდა ქართლშია, სადაც ამომრჩევლის მხოლოდ 31.5%-მა დააფიქსირა თავისი არჩევანი.
რაც შეეხება თბილისს, ცესკო-ს მონაცემებით, დედაქალაქში 17:00 საათზე ამომრჩევლის 34.7%-იანი აქტივობა ფიქსირდება.
ამ დროისთვის საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.