15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 29.84% შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 1260430 ამომრჩეველი . ინფორმაცია ამის შესახებ ცესკოს ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა 46%, ყველაზე მცირე შიდა ქართლში 25 % . თბილისში ამომრჩველთა აქტივობა 27.7%-ია. 2014 წლის არჩვენებზე 15:00 საათზე ამომრჩეველთა რაოდენობა 28.94%.
საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და დამკვირვებლებს უფლება აქვთ დააკვირდნენ ამომრჩველთა სიებში რეგისტრაციის პროცეს ნებისმიერი ადგილიდან.
„აქვე აღვნიშნავთ, რომ ცესკოს დადგენილების თანახმად დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის გადაღება, რომელიც არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი სამაგიდო ვერსია. შესაბამისად სამაგიდო ვერსიის ფოტო-ვიდეო გადაღება არის დაუშვებელი, ასევე საჯაროდ არ გაიცემა სამაგიდო სიების ასლები. ამასთან რეგისტრაციის სიებზე დაკვირვება უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ მოხდეს პერსონალური მონაცემების, პირადი ნომრის გამოყენება და კომისიის საქმიანობის ხელის შეშლა“- განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.