ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი დარღვევებს აკვირდება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

“მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩეველთა სია საჯაროა და მასში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზნებს. დამკვირვებელს აქვს უფლება დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას. თუმცა ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მონაცემების შეგროვება და შემდგომი დამუშავება ამომრჩეველზე ზეწოლის ან სხვა არაკანონიერი მიზნებისთვის.

თამარ ქალდანი პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემები დაამუშავონ კანონის დაცვის ფარგლებში.

“ინსპექტორის აპარატი მზად არის, კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების არაკანონიერი მიზნებით დამუშავების ფაქტებზე და შეისწავლოს დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების მიერ მოწოდებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები.”- ნათქვამია თამარ ქალდანის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩეველთა რიგის ნომრების აღრიცხვაზე დღეს განცხადება “საერთაშორისო გამჭვირვალობის” და საიას ხელმძღვალებემაც გააკეთეს.

იტვირთბა....