ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საბურთალოს 21-ე უბანზე დაპირისპირება მოხდა

თბილისში, საბურთალოს 21-ე საარჩევნო უბანზე, საოლქო კომისიის წევრების განცხადებით, “ქართული ოცნების” და “მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენლები კომისიაში ამომრჩევლების რიგის ნომრებს იწერდნენ.

პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, მათ კანონი არ დაურღვევიათ. საკითხის გარკვევას კამათი მოჰყვა.

დღეს განცხადება “საერთაშორისო გამჭვირვალობის” და საიას ხელმძღვალებემაც პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩეველთა რიგის ნომრების აღრიცხვაზე  გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.

თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგებს არაუგვიანეს 9 ნოემბრისა თავად ცესკო შეაჯამებს.

იმ შემთხვევაში თუ მერობის კანდიდატები არჩევნების დღეს ხმათა 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებენ, ცესკო გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად მეორე ტურს დანიშნავს. მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება 16 ნოემბრამდე, პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.

იტვირთბა....