„ლეიბორისტული” პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი მუხიანის #92 საარჩევნო უბანზე გააკეთა. გიორგი გუგავას თქმით, მან ხმა იმ ძალის სასარგებლოდ მისცა, რომელიც ქვეყანაში სოციალურ სამართლიანობას დაამკვიდრებს. გუგავა ამბობს, რომ არჩევანი იმ ადამიანზე გააკეთ, რომელიც ქალაქს ენერგომაფიოზებისგან გაათავისუფლებს.
„მე მივეცი ხმა ვინც მოვა და აღკვეთს ოლიგარქთა , ენერგომაფიოზთა და კორუმპირებულთა თარეშს და იქნება ხალხის ქომაგი. ვინც გაითავისებს ქალაქის ტკივილს იზრუნებს ქალაქზე და თითოეულ მოქალაქეზე. ვინც დაამყარებს სოციალურ სამართლიანობას და დააბრუნებს წართმეულ ქონებას. დღეს არის ის დღე როდესაც ძალაუფლება მთლიანად გადადის ხალხის ხელში . ხალხმა უნდა განსაზღვროს ამ ქალაქის და ქვეყნის მომავალი“- განაცხადა გიორგი გუგავამ.